2012-10-26
საიათნოვას 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში
26 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საიათნოვას 300 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, რომელზეც საიათნოვას შემოქმედებით დაინტერესებულმა ქართველმა და სომეხმა მკვლევარებმა მოხსენებები წაიკითხეს.
კონფერენცია თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა: „დღევანდელი ღონისძიება საშუალებას გვაძლევს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ საიათნოვას შემოქმედება. ქართველი და სომეხი მეცნიერების მიერ წარმოდგენილი მოხსენებები წარმოაჩენს საიათნოვას, როგორც ჩვენი ორი ერის გამაერთიანებელი მოვლენის მნიშვნელობას.“
ერევნის უნივერსიტეტის რექტორის არამ სიმონიანის განცხადებით „საიათნოვა ორივე ხალხის დიადი პოეტია. მნიშვნელოვანია, რომ საიათნოვასადმი მიძღვნილი კონფერენცია თსუ-ში ტარდება. ერევნის უნივერსიტეტს მჭიდრო კავშირი აქვს თსუ-სთან. ერევანში სწავლობენ საქართველოს მოქალაქეები, სომეხი სტუდენტებიც სწავლობენ თსუ-ში. კონფერენციის მსვლელობისას და დასრულების შემდგომაც საუბარი ამ ურთიერთობათა გაღრმავებას შეეხება.“
„მნიშვნელოვანია, რომ ერევნის შემდეგ საიათნოვას იუბილე თბილისში განსაკუთრებული ხიბლით აღინიშნება. ეს ხალხთა შორის მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია“- აღნიშნა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰოვანეს მანუკიანმა.
ღონისძიებას თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები და ლექტორები, სომხეთის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ლევონ ანანიანი, სომხური დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

« იხ. ყველა სიახლე