2016-04-02
ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით თბილისისა და რეგიონების საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის (IX-XII კლასები) დაიწყო ელექტრონული ოლიმპიადა მათემატიკაში.
ოლიმპიადის ჩატარებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მათემატიკის პოპულარიზაციისათვის და ამ მხრივ, ელექტრონულ ოლიმპიადას კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები აქვს.
ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ
•ოლიმპიადაში მონაწილეობა შესაძლებელია დისტანციურად, ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან;
•ოლიმპიადაში მონაწილეობა უფასოა;
•ოლიპიადაში მონაწილეობა შეუძლია 1–3 მოსწავლისგან შემდგარ გუნდს;
•სკოლიდან გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის;
•ერთი მოსწავლე მონაწილეობს მხოლოდ ერთ გუნდში;
•ფინალი ტარდება როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური პრინციპით.
შაბათს, 2 აპრილს ჩატარდა ოლიმპიადის I ტური. მონაწილეობის მსურველი გუნდების ელექტრონული რეგისტრაცია ჩატარდა 5 მარტიდან 31 მარტამდე. I ტურში მონაწილეობა მიიღო 127 გუნდმა საქართველოს 28 რაიონიდან. საკონკურსო 15 ამოცანა (1 ამოცანა - 1 ქულა) დაიყო სამ ჯგუფად სირთულის მიხედვით – შედარებით მარტივი, საშუალო და რთული. II ტურში გადავიდა 68 გუნდი 40% და მეტი ქულით. II ტური გაიმართება 16 აპრილს დისტანციურად.ფინალი ჩატარდება 23 აპრილს თსუ-ში, ელექტრონული ფორმით.
გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონია ჩატარდება ივანე ჯავახიშვილის 140 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. გამარჯვებულებს ელით SDSU-საქართველოს და თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები.
ელექტრონული ოლიმპიადა ტარდება ტემპუსის პროექტის-ARMAZEG-ის ფარგლებში შექმნილი ელექტრონული სწავლების ცენტრის მიერ. ოლიმპიადის მომზადებაში ჩართულია SDSU-საქართველოს სტუდენტთა ჯგუფი.

« იხ. ყველა სიახლე