2016-11-14
უნიკალური ხელნაწერი რუკების გამოფენა თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნიკალური ხელნაწერი რუკების გამოფენა გაიმართა, რომელიც გეოგრაფისა და კარტოგრაფის ალექსანდრე ასლანიკაშვილის დაბადების 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილ ხელნაწერ რუკათა შორის უძველესია მე-18 საუკუნეში შედგენილი რუკები: ტიმოთე გაბაშვილის დასავლეთ საქართველოს (იმერეთის) რუკა და ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს რუკა. რუკების ნაწილი დაცულია თსუ გეოგრაფიის მუზეუმის, გეოგრაფიის დეპარტამენტის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სხვა უწყებების ფონდებსა და კერძო კოლექციებში. გამოფენილი იყო ალექსანდრე ასლანიკაშვილის ავტორობითა და რედაქტორობით შედგენილი რუკები და ატლასები: საქართველოს სსრ კურორტები და საკურორტო რესურსები (1989), საქართველოს სსრ ატლასი (1964 წ.). ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საერთაშორისო კარტოგრაფიული კავშირის პრეზიდენტი, პროფესორი მენო იან კრააკი, სტუდენტები, პროფესორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექცია დააინტერესებს როგორც ამ სფეროს სპეციალისტებსა და სტუდენტებს, ასევე ფართო საზოგადოებას. ღონისძიებას უცხოელი კარტოგრაფებიც ესწრებიან. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენი კარტოგრაფია გამოჩნდება მსოფლიო მასშტაბით,“ - აღნიშნა თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძე.
საერთაშორისო კარტოგრაფიული კავშირის პრეზიდენტის პროფესორ მენო იან კრააკის განცხადებით, , ,მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებების მოწყობა, უკან ისტორიაში დაბრუნება და იმის ნახვა, რაც აქამდე ჩვენთვის უცნობი იყო. ალექსანდრე ასლანიკაშვილს სერიოზული პროფესიული დამოკიდებულება ჰქონდა კარტოგრაფიის დისციპლინის მიმართ. ის მუშაობდა მეტაკარტოგრაფიაზე და კარტოგრაფიის თეორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო მასალებია დღევანდელი სტუდენტებისთვის.’’
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ივანე ჯავახიშვილის 1913 წლის ხელნაწერი რუკა (საქართველოს საისტორიო რუკა VII-XII სს, შედგენილი ძველი წყაროების მიხედვით) და სვიმონ ციციშვილის ძველი საქართველოს ანუ გიორგიის რუკა (1935-1936 წწ.). ასევე დემურ ტაბიძის მიერ შედგენილი ფიზიოგრაფიული რუკები, ე.წ. ჩიტის თვალით დანახული საქართველოს ულამაზესი ხედები; თსუ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული კარტოგრაფიული ნამუშევრები.

« იხ. ყველა სიახლე