ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-11-30

ევროკავშირის აუდიოვიზუალური აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მონიტორინგის ჯგუფის წინასწარი დასკვნა

21-22 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროკავშირის აუდიოვიზუალური აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) მონიტორინგის ჯგუფი ეწვია. ჯგუფის მიზანი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებული პროექტების - ტემპუსისა და ერსამუს მუნდუსის შეფასება იყო. ჯგუფის წევრებმა შეხვედრები გამართეს თსუ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალთან.

მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელმა კლაუს ჰაუპტმა მონიტორინგის შედეგებზე წინასწარი დასკვნა გამოაგზავნა, სადაც მაღალ შეფასებას აძლევს ტემპუსისა და ერასმუს მუნდუსის პროგრამებს თსუ-ში. აღნიშნულმა პროექტებმა დიდი წვლილი შეიტანეს უნივერსიტეტის მოდერნიზაციაში, განსაკუთრებით აკადემიური პერსონალის პროფესიულ წინსვლაში, თანამედროვე ლაბორატორიის აღჭურვასა და სტუდენტების კარიერული გზის განვითარებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ასევე წამყვანი როლი ითამაშა საქართველოს უმაღლესი განათლების განვითარებაში საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. კლაუს ჰაუპტი მადლობას უხდის ივანე ჯავახაშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტს თბილი მიღებისთვის.

მონიტორინგის ჯგუფი განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნევს უნივერსიტეტის წვლილს სტუდენტური გაცვლითი პროგრამებისა და უფასო უცხო ენის ტესტის ორგანიზებაში, კარირული განათლებასა და პროექტების მენეჯმენტზე სატრენინგო მუდულების შემუშავებაში.
ტემპუსისა და ერასმუს მუნდუსის ერთობლივი ინსტიტუციური მონიტორინგის ჯგუფი საერთაშორისო აქტივობების გაუმჯობესების მიზნით სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის ჩასართავად უნივერსიტეტს სთავაზობს უფრო მეტ საერთაშორისო პროგრამას, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე