2012-04-10

“იაპონური გაზაფხული“ თსუ-ში

10 აპრილს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნი მისაიოში კამოჰარა ეწვია. იაპონიის ელჩი დაესწრო  საქართველოსა და იაპონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მე-20 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას “იაპონური გაზაფხული“, რომელიც თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის იაპონისტიკის მიმართულებამ მოაწყო. თსუ-ში 5 წელია იაპონური ცენტრი ფუნქციონირებს.
ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია, მოეწყო იაპონური კულტურის ნიმუშების გამოფენა.  

Print

« იხ. ყველა სიახლე