2013-06-19
„აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები “აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი” აქციას შეუერთდნენ.
19 ივნისს მათ ჰემატოლოგიის ინსტიტუტში უანგაროდ ჩააბარეს სისხლი.
თსუ სრული პროფესორის გიორგი ლობჟანიძის განცხადებით, „ მეოთხე წელია უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები უანგაროდ აბარებენ სისხლს ჰემატოლოგიის ინსტიტუტში. სტუდენტები სწორედ ამ ინსტიტუტში გადიან პრაქტიკას და ეს ტრადიცია ყოველწლიურად კურსიდან კურსზე გადადის. მომავალში აქციაში თსუ ყველა ფაკულტეტის სტუდენტის ჩაერთვება.“
„სისხლის გაცემა ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი აქციით რამდენიმე სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება. ძალიან კეთილი საქმეა და მინდა სხვებისთვის მაგალითის მიმცემი ვიყო,“- აღნიშნა თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტმა გიორგი ბებერაშვილმა.
14 ივნისს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სისხლის დონორთა საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღნიშნება. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ. ასევე მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს.
2013 წლის კამპანია ეძღვნება უანგარო დონორის მსოფლიო დღის 10 წლისთავს, რომელიც მიმდინარეობს სლოგანით “აჩუქე სიცოცხლე - გაიღე სისხლი.”

« იხ. ყველა სიახლე