2012-03-17
Carrefour-ის დასაქმების ფორუმი თსუ სტუდენტებისთვის
16 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში კომპანია
Carrefour-ისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება საერთაშორისო მიგრაციისა და განვითარების ცენტრის
(CIM/GIZ) ინიციატივით და თსუ-ის ეკონომიკის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმში თსუ-ის 400-მდე სტუდენტი და სამუშაოს მაძიებელი მონაწილეობდა. ღონისძიებას თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი აკაკი ხელაძე ესწრებოდა.
სუპერმარკეტების ქსელის მფლობელი კომპანია
Carrefour-ის გენერალურმა მენეჯერმა პაკომი სორდოილემ და ადამიანური რესურსების სამსახურის წარმომადგენლებმა სტუდენტებს გააცნეს საქართველოში Carrefour-ის საქმიანობის და ზრდის პერსპექტივები, ის ვაკანსიები, რომელიც ამ ეტაპზეა გამოცხადებული და ისაუბრეს საკადრო პოლიტიკის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებზე.
ამ დროისათვის კომპანია
Carrefour ეძებს კადრებს საწყისი პოზიციებისათვის და, რაც ძალზე მისასალმებელია, სტუდენტებს ხელსაყრელ სამუშაო გრაფიკს სთავაზობს როგორ სრული, ასევე ნაწილობრივი სამუშაო დროის შესაძლებლობით.
« იხ. ყველა სიახლე