2016-11-25

თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) წევრთა არჩევნები გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენლების შეყვანისა და ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრების ნაცვლად ახალი წევრების არჩევის მიზნით, წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა:

ა)თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: თამარ ჯობავა;
ბ)თსუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი: მიხეილ რუხაია;
გ)თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - შოთა სამსონია;
დ)თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტი: სტუდენტი - თამარ ჩხაიძე.
Print

« იხ. ყველა სიახლე