2010-06-10
კიდევ ერთი ბრწყინვალების ორდენი თსუ-ს
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით ბრწყინვალების ორდენით თსუ-ის კიდევ ერთი პროფესორი, რისმაგ გორდეზიანი დაჯილდოვდა. ჯილდო რისმაგ გორდეზიანს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცა, რომელიც ამ მისიის შესასრულებლად საგანგებოდ მოვიდა უკვე ტრადიციად ქცეულ თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო სხდომაზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბატონ რისმაგს ეს ჯილდო კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და რომ მას ჯერ პენსიაზე გასვლის ფიქრის უფლება არ აქვს, რადგან ჯერ კიდევ დიდი წვლილი უნდა შეიტანოს ქართული საგანმანათლებლო სისტემის რეფორმირებაში.
ინსტიტუტის დღე ყოველწლიურად იმართება და ის წელს პროფესორ გორდეზიანის 70 წლის იუბილეს დაემთხვა, რამაც ღონისძიებას განსაკუთრებული ელფერი შესძინა. ყველასათვის მოულოდნელი პრეზიდენტის ჯილდოს გარდა უხვად იყო სხვა სიურპრიზებიც. რისმაგ გორდეზიანს იუბილე მიულოცა და ფულადი პრემია გადასცა თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ. რისმაგ გორდეზიანმა მილოცვები მიიღო მეცნიერებათა აკადემიისგან, სოხუმისა და ბათუმის უნივერსიტეტებისაგან, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საისტორიო საზოგადოებისაგან, რუსთაველის ფონდისაგან, უცხოელი კოლეგებისაგან, სხვა პროფესორებისა და მოწაფეებისაგან.
თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის დღეზე ყოველწლიურად საზოგადოებას აცნობენ ინსტიტუტის მიერ მთელი წლის განმავლობაში გაწეულ მუშაობას. წელს ინსტიტუტმა 20-მდე ახალი გამოცემა და თანამშრომელთა აკადემიური და სამეცნიერო აქტივობების შთამბეჭდავი ჩამონათვალი წარმოადგინა. გამოცემებს შორის განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია რუსთაველის ფონდის დაფინანსებით გამოცემული ენციკლოპედია “ანტიკური კავკასია”.
ღონისძიებაზე ტრადიციული ჯილდოები გადაეცათ ინსტიტუტის წარჩინებულ სტუდენტებს. საბერძნეთში მოგზაურობით დაჯილდოვდნენ სკოლის ის მოწაფეებიც, რომლებმაც წელს თავი გამოიჩინეს ძველი ბერძნული ენის შესწავლისას.

« იხ. ყველა სიახლე