2012-05-17

კონფერენცია „პოლიციის როლი დანაშაულის პრევენციაში“

17 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კონფერენცია: „პოლიციის როლი დანაშაულის პრევენციაში.“

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღე თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა ირაკლი ბურდული, პოლიციის აკადემიის რექტორმა ხატია დეკანოიძემ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა მზია ლეკვეიშვილმა.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კრიმინალისტიკისა და კრიმინოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი ატარებს კონფერენციათა ციკლს თემაზე – „დანაშაულის პრევენცია – პოლიციიდან მსჯავრდებულის გამოსწორებამდე“. ციკლის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოს და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებთან, რომლის დროსაც   იურიდიული ფაკულტეტის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები პირველ კონფერენციას გამართავენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად.

Print

« იხ. ყველა სიახლე