2015-08-11
თსუ არქეოლოგების აღმოჩენა ჭუბერის ხეობაში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-არქეოლოგებმა სვანეთში, ჭუბერის ხეობაში აღმოაჩინეს რკინის ხანის მეტალურგიული ქურები, რკინის ქვის კარიერები. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ ადასტურებს ურარტულ ლურსმულ წარწერებსა და ძველ ბერძნულ წყაროებში მოცემულ ინფორმაციას დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე რკინის წარმოების შესახებ.
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სვანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭუბერის ხეობის სოფელ ლახამში, ნალშკიდიშში (ნამჭედური) 50-60 ჰექტარზე განფენილი მეტალურგიული სახელოსნოები გათხარა. ექსპედიციის ხელმძღვანელის, თსუ ასოცირებული პროფესორის
ზვიად კვიციანის განცხადებით,
„სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო პრაქტიკის დროს აღმოჩენილი რკინის ქურები, ასევე გადამუშავების შედეგად ნარჩენი მასალები - რკინის ნაღვენთები, თავად გადამუშვებული რკინა, ქვით ნაშენი და შებათქაშებული ქურები - ძველი წელთაღრიცხვის მე-8-მე-7 საუკუნეებით თარიღდება. დაფიქსირებული მასალის რაოდენობა და ტერიტორიის მასშტაბი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ სვანეთში, რაჭისა და მდინარე ჭორიხის აუზში მოპოვებული რკინით იმ პერიოდში არა მხოლოდ კოლხეთი, არამედ წინა აზიის სახელმწიფოებიც მარაგდებოდა. იმ პერიოდში რკინის მოპოვება და დამუშვება მაღალი ცივილიზაციის არსებობის მაჩვენებელი იყო.“
ექსპედიციის ხელმძღვანელის ზვიად კვიციანის თქმით, თსუ სტუდენტთა სასწავლო-სამეცნიერო პრაქტიკის ფარგლებში დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა ჭუბერის ხეობის კიდევ ერთ სოფელში - ლარილარში. გასული საუკუნის 80-იან წლებში თსუ პროფესორის შოთა ჩართლანის ხელმძღვანელობით აღმოჩენილი და შესწავლილი, ადრეანტიკური ხანის და ელინისტურ ხანის ორი კრემაციული სამაროვნის მიმდებარე ტერიტორიაზე თსუ სტუდენებმა კიდევ ერთი კრემაციული მოედანი დააფიქსირეს. ექსპედიციის ხელმძღვანელის განცხადებით, კრემაციული სამაროვანი სოფლის მოსახლის კერძო ტერიტორიაზეა და შეთანხმების შემთხვევაში სამაროვნების გათხრას და შესწავლას თსუ არქეოლოგიური ექსპედიცია შემოდგომაზე დაიწყებს.

« იხ. ყველა სიახლე