2015-07-09

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ და ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორმა  აჰარონ გაგულაშვილმა. 
„თანამშრომლობა კერძო კომპანია „ნეტაფიმ-საქართველო“-სთან ქმნის ახალ შესაძლებლობას ჩვენი სტუდენტებისა და მეცნიერებისთვის. ბიზნეს სექტორის დაინტერესება უნივერსიტეტით ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა და დარწმუნებული ვარ, ეს თანამშრომლობა დადებით შედეგებს მოიტანს“- განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თსუ-სთან ასეთი მემორანდუმის გაფორმება. ეს არის საწინდარი იმისა, რომ საქართველოში ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებში სტაჟირებას გაივლიან თსუ სტუდენტები და აიმაღლებენ კვალიფიკაციას. ჩვენი აზრით, სოფლის მეურნეობა არის წამყვანი დარგი საქართველოში და მივესალმებით ასეთი მემორანდუმის ხელმოწერას“-აღნიშნა ისრაელის ფირმა „ნეტაფიმ-საქართველო“-ს დირექტორმა  აჰარონ გაგულაშვილმა.
მემორანდუმის მიზანია მხარეებმა ხელი შუწყონ საქართველოში სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებსა და ბიზნესორგანიზაციებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.



Print

« იხ. ყველა სიახლე