2011-03-22

"სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში" პრეზენტაცია

22 მარტს სასტუმრო  „ამბასადორში“  ევროკავშირის TEMPUS-ის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის "სამაგისტრო პროგრამა გამოყენებით ბიომეცნიერებებში" პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიების დარგის განვითარების ხელშეწყობას. საუბარი შეეხო უნივერსიტეტებსა და ინდუსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ასევე თანამედროვე და ინოვაციური სასწავლო პროგრამების განხორციელებისა და მაღალკვალიფიცირებული სპეციალისტების მომზადებისათვის აუცილებელ ინიციატივებსა და პროექტებს. აღნიშნული პროგრამები იმ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებისა და პარტნიორი მხარეების წარმომადგენლებს შორის გაფორმდა.

ღონისძიებას სამი უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებლის რექტორები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე, სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის დირექტორის მოადგილე დავით კერესელიძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, აგრარული და კვების ბიოტექნოლოგიების მიმართულებით მომუშავე წამყვანი ორგანიზაციების პირველი პირები  და აკადემიური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე