ბეჭდვა |/ დახურვა |
გათხრების შედეგად აღმოჩნდა დამცავი ნაგებობა - ქვის გალავანი, რომელიც სავარაუდოდ მთლიანად აკრავდა ნამოსახლარს ; გაითხარა სამეურნეო დანიშნულების ორი ორმო , რომელიც არქეოლოგთა ვერსიით, მარცვლეუ ლ ის შესანახ ად გამოიყენებოდა . იკვეთება საცხოვრებელი ოთახის ან საკულტო დანიშნულების ნაგებობა , რომელშიც სანაცრე ადგილია გამოყოფილი. შეფენილ გორაკზე დაგებული იყო ქვაფენილი , სადაც გათხრების შედეგად აღმოჩნდა იატაკის 4 ფენა, რაც ხოვლეგორაზე ხანგრძლივი ცხოვრების არსებობაზე მიუთითებს. ექსპედიციის ხელმძღვანელები არიან თსუ პროფესორი ვახტანგ ლიჩელი და ინსბრუკის უნივერსიტეტის პროფესორი ვოლტერ კუნტნერი. ექსპედიციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით ხოვლეგორა ს ნამოსახლარი ამჯერად დაკონსერვდება, რომლის გათხრებიც მომავალ წელს აუცილებლად გაგრძელდება.
ხოვლეში გათხრები 50 წლის წინ დაიწყო და სწორედ ამ დროს გაკეთდა უნიკალური აღმოჩენები. ხოვლეგორას ძალიან დიდი არქეოლოგიური მნიშვნელობა აქვს. აქ ცივილიზაციის განვითარების უწყვეტი ჯაჭვია მოცემული; ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი პერიოდის უამრავი ნივთია აღმოჩენილი. აღმოჩენილია საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკა, რომელიც კულტურის სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება. არქეოლოგების შეფასებით ხოვლეგორაში არსებული სატაძრო-საკულტო, აგრეთვე საცხოვრებელი ნაგებობები ხუროთმოძღვრების ძეგლებია.