2013-05-07
პროფესორ ლადო ჭანტურიას კილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სრულ პროფესორს ლადო ჭანტურიას კილის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ლადო ჭანტურია პირველი ქართველი იურისტია, რომელსაც გერმანიის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება აქვს მინიჭებული. მრავალი წელია რაც იგი გერმანიის სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობს - არაერთხელ იყო ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის, მაქს პლანკის საზოგადოებისა და გერმანიის აკადემიური ურთიერთგაცვლის სამსახურის (DAAD) სამეცნიერო სტიპენდიანტი, ხელმძღვანელობდა პროექტს “კავკასიისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოთა სამოქალაქო და ეკონომიკური სამართალი” ბრემენის უნივერსიტეტში, იყო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების უფროსი მრჩეველი ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში სამართლის რეფორმის რეგიონულ პროექტში.
შთამბეჭდავია ლადო ჭანტურიას საერთაშორისო კავშირები: იგი არის ყაზახეთის საერთაშორისო არბიტრაჟის წევრი, შედარებითი სამართლის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი (პარიზი), მაქს პლანკის ინსტიტუტის მეგობართა კავშირის წევრი (ჰამბურგი), ამერიკის იურისტთა ასოციაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის სამართლებრივი ინიციატივის (ABA/CEELI) ფარგლებში დაფუძნებული პრაღის ინსტიტუტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი (პრაღა). 2011 წლიდან იგი არის კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, კითხულობს ლექციებს შედარებითი სამართალმცოდნეობისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სამართლის მიმართულებით.
1995 წლიდან პროფესორი ლადო ჭანტურია თბილისის უნივერსიტეტის სრული პროფესორია. სხვადასხვა დროს იგი იყო საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.
1996 წელს პროფესორმა ლადო ჭანტურიამ მიიღო ჯორჯ შულცის პრემია ახალგაზრდა მეცნიერთათვის, 2004 წელს მან მიიღო ამერიკის იურისტთა ასოციაციის პრიზი და 2003 წლის რეფორმატორის წოდება, ხოლო 2006 წელს იგი დაჯილდოვდა გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოთი “Das Grosse Bundesverdienstkreuz der Bundesrepublik Deutschland”.
წელს პროფესორ ლადო ჭანტურიას 50 წელი შეუსრულდა. მას უდიდესი წვლილი მიუძღვის თანამედროვე ქართული სამართლის ჩამოყალიბებაში, არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და "მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ერთ-ერთი ავტორი, სამოქალაქო კოდექსის პირველი კომენტარის სულისჩამდგმელი და ერთ-ერთი თანაავტორი, 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ლადო ჭანტურიას ბოლო პუბლიკაცია ,,კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი" დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის მიერ აღიარებულ იქნა ,,წლის საუკეთესო პუბლიკაციად". პროფესორი ლადო ჭანტურია დამსახურებულად ითვლება ქართული კერძო სამართლის მესაძირკვლედ და თანამედროვე ქართული იურისპრუდენციის გამორჩეულ მკვლევარად. ამასთან ერთად იგი არის სტუდენტთა უსაყვარლესი პროფესორი, რომლის ლექციებსაც ყოველთვის ელოდებიან იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

« იხ. ყველა სიახლე