2012-03-12
უცხოელი პროფესორები თსუ-ში
12 მარტს
ივ.
ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტ
ში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „უცხოელი პროფესორები თსუ-ში“
პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ
თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს წარმომადგენლები და უცხოელი პროფესორები. თსუ რექტორის განცხადებით,
„ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტებიდან ჩამოსულ
უცხოელ პროფესორეთა ჯგუფს აინტერესებს, თუ რა სიახლეებია განათლების სფეროში და
თავად უნივერსიტეტში, რა პროგრამები ხორციელდება და როგორ ვაპირებთ სწავლის დონის
ამაღლებას მომავალში.“
« იხ. ყველა სიახლე