2015-03-26

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს  ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე ტედ ვაიტსაიდი ეწვია. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები, სტუდენტები, პროფესორები დაესწრნენ.
თსუ რექტორის მოადგილის იოსებ სალუქვაძის განცხადებით, „მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ დიდი ხანია მივილტვით ევრო-ატლანტიკური  სივრცისკენ, ამიტომ მნიშვნელოვანია იმის მოსმენა  თუ რა ხდება, რას მოელიან ჩვენგან და რას მოველით ჩვენ ამ ორგანიზაციისგან.“
„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები უნივერსიტეტში, რომელსაც ასწლიანი ისტორია აქვს. მოუთმენლად ველი კითხვებს სტუდენტებისგან,“- განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ტედ ვაიტსაიდმა.
ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე თსუ-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს, თავდაცვის აკადემიის კურსანტებს და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეებს ესაუბრა ნატო-ს თანამედროვე გამოწვევებსა და ნატოს როლზე სწრაფად ცვალებად მსოფლიოში.
შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

Print

« იხ. ყველა სიახლე