2010-07-07

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ვროცლავის საბუნებისმეტყველო უნივერსიტეტს შორის

7 ივლისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ვროცლავის (პოლონეთი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ამ ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის სამეცნიერო კვლევებისა და სწავლის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. შეთანხმების თანახმად, მხარეები ერთმანეთში გაცვლიან აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს; ჩაატარებენ ერთობლივ სასწავლო კურსებს, ტრენინგებს, სემინარებს, კონფერენციებს. თსუ-ის რექტორმა გიორგი ხუბუამ ვროცლავის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ "საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სფეროში თანამშრომლობა ორივე უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით პროდუქტიული აღმოჩნდება ერთობლივი ინგლისურენოვანი კურსის შექმნა, რომელზეც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები სალექციო კურსს წაუკითხავენ სტუდენტებს." პოლონური მხრიდან მემორანდუმს ვროცლავის უნივერსიტეტის რექტორმა რომან კოლაჩმა მოაწერა ხელი.
Print

« იხ. ყველა სიახლე