ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-05-25

„1918 წელი“- საზეიმო სხდომა თსუ-ში

25 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საზეიმო სხდომა - „1918 წელი“ გაიმართა.
 სხდომა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა გახსნა. „საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლები საინტერესო პერიოდია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. იმ პერიოდში საქართველომ ბევრ ქვეყანას გაუსწრო ცივილიზებული, დემოკრატიული ფასეულობებით. დამოუკიდებლობის სამი წელი ძალიან საინტერესო რეფორმების წლები იყო“ - აღნიშნა ტსუ რექტორმა.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ თსუ პროფესორები და წაიკითხეს მოხსენებები საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროინდელ პოლიტიკურ-ეკონომიკურ, კულტურულ ურთიერთობებსა და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის როლზე დამოუკიდებლობის წლებში.
ღონისძიება  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.


Print

« იხ. ყველა სიახლე