2016-09-09
თსუ-ს სულ უფრო მეტი სტუდენტი ისწავლის უფასოდ ევროპულ უნივერსიტეტებში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ევროკომისიის საგანმანათლებლო პროგრამის (Erasmus+) ფარგლებში წამყვან ევროპულ უნივერსიტეტებში უფასოდ სწავლის სულ უფრო მეტი შესაძლებლობა ეძლევათ. Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის კოორდინატორის ლიკა ღლონტის განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან ყველაზე მეტი სრულად ანაზღაურებული მობილობა სწორედ თსუ-მ მოიპოვა. ამ პროგრამით თსუ-მ უფრო მეტი გრანტი მოიპოვა, ვიდრე ბელორუსის უნივერსიტეტებმა ერთად აღებულმა.“ მისი ინფორმაციით, გაიზარდა მთლიანად საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის გამოყოფილი გრანტების ოდენობაც. ამ კუთხით საგანმანათლებლო პროგრამის პარტნიორ 127 ქვეყანას შორის საქართველო მე-5 ადგილზეა.
თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის თეა გერგედავას განცხადებით, „საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტს 2016-2018 წლებში ევროპის 19 ქვეყნის 45 წამყვან უნივერსიტეტთან დაფინანსდა მობილობები ყველა საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ეს კი მიმდინარე სასწავლო წელს დაახლოებით 300-ზე მეტი დაფინანსებული საერთაშორისო გრანტია. აქედან 270-მდე გრანტი სტუდენტებისთვისაა გათვალისწინებული“.
2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 872 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა უფასოდ ესწავლა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. გასულ სასწავლო წელს თსუ-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მობილობაში მონაწილეობა. უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ იტალიის, ფინეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ევროპის სხვა ქვეყნებისა და ჩინეთის უნივერსიტეტებში.

« იხ. ყველა სიახლე