2016-05-11
დასაქმების ფორუმი თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსისტეტში თსუ-ს
სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით დასაქმების ფორუმი
გაიმართა. მასშტაბურ ფორუმში, რომლის მიზანია სტუდენტების დასაქმება და
კარიერული განვითარება, მონაწილეობა მიიღო როგორც საჯარო, ასევე კერძო
სექტორის წარმომადგენელმა 50-მდე დამსაქმებელმა.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე დასაქმების ფორუმის მონაწილეებს მიესალმა და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციების წარმოამდგენლებს. ,,ჩვენს უნივერსიტეტს, რომელიც საქართველოში ყველაზე დიდი უნივერსიტეტია და 22 ათასამდე სტუდენტს ემსახურება, ყოველწლიყრად 3-4 ათასამდე კურსდამთავრებული ჰყავს. მათი დასაქმებისთვის ზრუნვა ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რისი დასტურია ის, რომ ორი წლის წინ უნივერსიტეტში საგანგებოდ ამ საქმის ხელშესაწყობად კარიერული განვითარების ცენტრი შევქმენით. ცენტრის და თქვენი თანადგომით, ტარდება დღეს ეს სტუდენტური ფორუმი’’, აღნიშნა დარეჯან თვალთვაძემ.
თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ცხადაძის განცხადებით, ,,აქ წარმოდგენილი სამთავრობო უწყების წარმომადგენლები სტუდენტებს აცნობენ საჭირო უნარ-ჩვევებს, რომელსაც უნდა ფლობდეს სტუდენტი, რათა მათ უწყებებში დასაქმდეს. სტუდენტებს აქვთ შესაძლებობა მათი ინტერესებიდან გამომდინარე სასურველი პოზიცია შეარჩიონ. რაც შეეხება კერძო სექტორს წარმოდგენილ ყველა კომპანიას აქვს ვაკანსიები და სტუდენტებს სტაჟირებას სთავაზობენ“.
ფორუმში, რომელიც თსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის მიერ პირველად გაიმართა, მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივის რესურსების, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის, შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საქმეთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ფინანსთა, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა და იუსტიციის სახლმა.
კერძო სექტორი წარმოდგენილი იყო საბანკო-საფინანსო, ფარმაცევტული, სამედიცინო მომსახურების, სადაზღვევო, ტურიზმისა და მომსახურების, კვლევითი და საკონსულტაციო, მრეწველობის, ვაჭრობისა და დისტრიბუციის სფეროს კომპანიებით.
ფორუმზე წარმოდგენილმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა გააცნეს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს მიმდინარე და სამომავლო ვაკანსიები და სტაჟირების შესაძლებლობები, ესაუბრნენ ზოგადად საკადრო საჭიროებებსა და შესაბამისი ორგანიზაციების საკადრო პოლიტიკაზე, მისცეს რჩევები და რეკომენდაციები პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების თვალსაზრისით.
ეს ღონისძიება არა მხოლოდ დასაქმების რეალურ შანსს აძლევს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, არამედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად უმაღლესი განათლების სფეროს დასაახლოვებლად შრომის ბაზრის მოთხოვნებთან.

« იხ. ყველა სიახლე