ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-15

თსუ-ის რექტორი აქციის მონაწილეებს შეხვდა

    ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტთან აქცია გამართეს. მათ თსუ-ის მესამე კორპუსში  14 მარტს მომხდარი ჩხუბის ფაქტი გააპროტესტეს, რომლის დროსაც სტუდენტი დაშავდა. აქციის მონაწილეებმა ინციდენტის მონაწილეების დასჯა მოითხოვეს.
    აქციის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი შეხვდა. “გუშინდელი ფაქტი სრულიად  წარმოუდგენელი და მიუღებელია და საწინაააღმდეგოა იმისა, რაც ამ უნივერსიტეტში უნდა ხდებოდეს. მე არ მინდა, უნივერსიტეტი იყოს გაყოფილი ორ ან სამ ნაწილად და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებ. მე მქონდა საუბარი ერთ-ერთ დაზარალებულთან და პირადად მოვუხადე ბოდიში. ყველას გიხდით ბოდიშს ვისაც რაიმე კონფლიქტურ სიტუაციაში მოგიწიათ უნივერსიტეტში ყოფნა. გაძლევთ პირობას, რომ ყველაფერს გავაკეთებ რათა მსგავსი ინციდენტი აღარ მოხდეს არანაირ საფუძველზე”,-აღნიშნა რექტორმა.
    ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, რომელმაც უნდა გამოიძიოს მსგავსი ინციდენტები.
ინციდენტის მონაწილეების მიმართ, რექტორის თქმით, აუცილებლად იქნება გამოყენებული ის დისციპლინური ზომები, რომლებსაც  უნივერსიტეტის ქცევის კოდექსი ითვალისწინებს. გადაწყდა, რომ რექტორის შეხვედრა სტუდენტებთან ყოველთვიურად გაიმართება.
Print

« იხ. ყველა სიახლე