2011-03-24
საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა
23 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზენტაცია და წილისყრა გაიმართა. საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგაში მონაწილეობას თბილისის 9 და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიიღებს.
„ვიცით რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდაა დაინტერესებული. ჩვენ ვცდილობთ ორგანიზებული სახე მივცეთ ამ დაინტერესებას და სასწავლებლების წარმომადგენლებს შორის ჯანსაღი სპორტული შეჯიბრი გავმართოთ. უნიბურთის თასის მოპოვებისთვის წელს 10 სასწავლებელი იბრძოლებს, საინტერესო სანახაობა გველის“, – აღნიშნა საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგის პრეზიდენტმა პაატა ბურჯალიანმა.
„უნიბურთი 2011“ 3 აპრილს დაიწყება და მინი ფეხბურთის წესების მიხედვით ერთ წრედ ჩატარდება. კენჭისყრის შედეგად გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
3 აპრილს, 15:00 საათზე ერთმანეთს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები შეხვდებიან, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საქართველოს უნივერსიტეტის გუნდს დაუპირისპირდება, 17:00 საათზე თამაშს კავკასიის უნივერსიტეტის და სამხატვრო აკადემიის გუნდები გამართავენ, 18:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გუნდი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს შეერკინება, ტურის შეხვედრებს კი 19:00 საათზე სამედიცინო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდების თამაში დაასრულებს.
პრეზენტაციას თსუ–ის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეები დაესწრნენ.
„საუნივერსიტეტო ლიგის იდეა და საფეხბურთო მატჩების სისტემატიურად ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის სწავლასთან ერთად ჯანსაღი ცხოვრების წესი აქტუალურია. სხვა უმაღლესი სასწავლებლების ჩართვა კი კონკურენციას ამაღლებს და სპორტული შეჯიბრი უფრო საინტერესო ხდება“, – განაცხადა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
ორგანიზატორები სექტემბრიდან მასშტაბების გაფართოებას და უნიბურთის თამაშებში საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებლების გუნდების ჩართვას გეგმავენ. საუნივერსიტეტო ფეხბურთის ლიგა დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაიყოფა, თამაშები შემოდგომისა და გაზაფხულის სეზონებზე ჩატარდება.

« იხ. ყველა სიახლე