ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-03-23

“ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი ასპექტები”

23 მარტს  თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენცია  გაიმართა თემაზე: “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალი სამართლებრივი ასპექტები”.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა  გახსნა. შეხვედრაზე სიტყვით  გამოვიდნენ თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი, გრაცის უნივერსიტეტის პროფესორი თომას კრუსმანი და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი.
მომხსენებლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები  ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთის პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში არსებულ საკითხებთან დაკავშირებით. ყურადღება გამახვილდა ისეთ თემებზე როგორებიცაა კონფლიქტურ რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემები, ლტოლვილთა უფლებების საკითხი პოსტ-კონფლიქტურ რეგიონებში,  ევროკავშირ-რუსეთის დილემა სამხრეთ კავკასიასა და მოლდოვასთან მიმართებაში, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პოლიტიკა, სავაჭრო პოლიტიკის რეფორმირება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კონტექსტისა და ევროკავშირის გაფართოების პროცესის გათვალისწინებით.
ქართველ მეცნიერ-სტუდენტებთან ერთად კონფერენციაში მონაწილეობა მიი ღეს ავსტრიის, მონტენეგროს, სერბეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, მოლდოვას სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებმა. კონფერენციის მასალები დაიბეჭდება ელექტრონული ჟურნალის სახით.
კონფერენცია თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტსა და გრაცის უნივე რსიტეტს შორ ის ერთი წლის წინ გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. ღონისძიება ავსტრიის სტირიის ადგილობრივმა მთავრობამ დააფინანსა.

Print

« იხ. ყველა სიახლე