2013-07-09
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ (GWP) და შპს „ღვინის ლაბორატორიასთან“ თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა“ (GWP) და შპს
„ღვინის ლაბორატორიასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა
ალექსანდრე კვიტაშვილმა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა და „ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორმა ირმა ჭანტურიამ მოაწერეს ხელი.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, „უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ასეთი რანგის ორ კომპნიასთან თანამშრომლობა. მემორანდუმით სტუდენტებს პროფესიულ განვითარებასთან ერთად, შემდგომი დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ.“
„ჩვენ კომპანიაში თსუ სტუდენტები მათთვის საჭირო უნარ-ჩვევებს და გამოცდილებას შეიძენენ. ეს კი მომავალი თაობის პროფესიონალთა აღზრდისთვის აუცილებელია,“- აღნიშნა „ღვინის ლაბორატორიის“ დირექტორმა ირმა ჭანტურიამ.
„მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტები პროფესიონალებთან ყოველდღიურად იმუშვებენ. ეს ახალგაზრდა თაობისთვის საინტერესო და სასარგებლოა. ყველაზე წარმატებულ სტუდენტებს კი კომპანიაში დასაქმების პერსპექტივა ექნებათ,“- განაცხადა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა ალექსეი კუზნეცოვმა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს განახორციელებენ მათ განკარგულებაში არსებული შესაბამისი მატერიალური და ადამიანური რესურსების გამოყენებით. თანამშრომლობა ხელს შეუწყობს „EU ChemLab პროექტის იმპლემენტირება საქართველოში“ ფარგლებში შექმნილი სასერტიფიკატო კურსებისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მდგრადობასა და განვითარებას.
„ღვინის ლაბორატორია“ და GWP უზრუნველყოფენ მათ ლაბორატორიებში სასერტიფიკატო კურსებისა და პროფესიული პროგრამების პრაქტიკული ნაწილის ჩატარებას საკუთარი მენტორების/ტრენერების დახმარებით და ბენეფიციარების მიერ შეძენილი პრაქტიკული უნარების საბოლოო შეფასებას. თავის მხრივ, თსუ ხელს შეუწყობს ბენეფიციარების პროფესიულ მომზადებას ან გადამზადებას სასერტიფიკატო კურსების ან პროფესიული პროგრამების ფარგლებში, აგრეთვე აღნიშნულ საგანმანათლებლო პროექტებში ჩართული მენტორების/ტრენერების გადამზადებას.

« იხ. ყველა სიახლე