2016-02-05
კონკურსის “მისია 2015” ფინალი - გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია
„თიბისი გალერეაში“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კონკურსის -
„მისია 2015“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
კონკურსის ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული გუნდი: პირველი ადგილი გუნდს „ The Wailers” ერგო (2500 ლარი), ხოლო მეორე და მესამე საპრიზო ადგილი შესაბამისად გუნდებმა - „ Team ABC” (1500 ლარი) და „ ნიცამ“ (1000 ლარი) გაინაწილეს. გამარჯვებულებმა პარტნიორი კომპანიის მიერ დაწესებული კონკურსის საპრიზო ფონდი 5000 ლარი გადაინაწილეს.
ფინალში გასულ ყველა მონაწილეს კონკურსის სერტიფიკატები და ორგანიზატორების სამახსოვრო საჩუქრები გადაეცა.
„პროექტი „მისია“ უკვე ტრადიციულია და ძალიან საინტერესოა უნივერსიტეტისთვის. წელს სტუდენტების ამოცანა იყო მარკეტინგული პროექტი შეეთავაზებინათ ელექტრონული წიგნების მაღაზია „საბასთვის“. ყველა გუნდმა დავალებას კარგად გაართვა თავი, რადგანაც სტუდენტისთვის წიგნის თემა ახლობელია. მათ საუკეთესო პროექტები წარმოადგინეს, თუმცა როგორც ნებისმიერ კონკურსში, ყველგან არის გამარჯვებული და აქაც გამოვლინდა საუკეთესო პროექტები,“-განაცხადა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ.
„თიბისი ბანკის“ საგარეო ურთიერთობებისა და მედია კომუნიკაციების დირექტორის თამარ კირვალიძის თქმით, „თსუ სტუდენტებთან თანამშრომლობა წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან აქტიურად იყვნენ სტუდენტები ჩართული პროექტში და საკმაოდ საინტერესო იდეები წარმოადგინეს, იმდენად საინტერესო, რომ გაგვიჭირდა გამარჯვებულის არჩევა. ვფიქრობთ, რომ ეს პროექტი გარკვეულ წვლილს შეიტანს სტუდენტების წიგნთან ურთიერთობის პროცესში და ძალიან დაგვეხმარება ჩვენც“.
„იმის გამო, რომ ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ ამ პროექტში, უნდა ვაღიარო რომ ველოდი გამარჯვებას. ვფიქრობ, რომ ჩვენი პროექტი ყველაზე მეტად იყო დავალებაზე მორგებული, მარკეტინგულად გათვლილი და ითვალისწინებდა მომხმარებელთან მუდმივ ურთიერთობას, სწორედ ამან მოუტანა ჩვენს გუნდს გამარჯვება“- აღნიშნა გამარჯვებული გუნდის „The Wailers” -ის წარმომადგენელმა ფიქრია ფირცხალაიშვილმა.

« იხ. ყველა სიახლე