ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-10-15

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის, ინტელექტუალური მიგრაციის ინსტიტუტისა და კროსკულტურული უნივერსუმის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „მიგრაციული პროცესები და იდენტობათა ტრანსლაცია“. ღონისძიებას დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, თსუ სტუდენტები, აკადემიური პერსონალი, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
თსუ პროფესორის ალექსანდრე კარტოზიას განცხადებით, „კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები: ეკონომისტები, ისტორიკოსები, ფილოსოფოსები, ენათმეცნიერები, ლიტერატურათმცოდნეები. აქედან გამომდინარე, მონაწილეებს გვეძლევა საშუალება სხვადასხვა დარგში მივიღოთ  ინფორმაცია.   კონფერენცია  ეხება მიგრაციასა და მიგრანტების პირობებს, ყოფასა და ცხოვრებას. 2018 წელს საქართველო იქნება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყანა, რაც ნიშნავს იმას, რომ ქართულიდან გერმანულ ენაზე რაც შეიძლება მეტი უნდა ითარგმნოს. გამომდინარე იქედან რომ არ გვყავს ბევრი კვალიფიციური თარჯიმანი, სწორედ გერმანიაში მცხოვრები ქართველები შეიტანენ წვლილს ამ საქმის განხორციელებაში.’’
„13-დან 17 ოქტომბრამდე იმართება დიასპორული კვირეული მსოფლიო მაშტაბით, საქართველოში კი საერთაშორისო დიასპორული ჩართულობის ალიანსთან თანამშრომლობით. ეს ორგანიზაცია ქალბატონმა ჰილარი კლინტონმა დაარსა ვაშინგტონში, რომელშიც საქართველო შარშან გაწევრიანდა. წელს, 27 მაისს გაფორმებული მემორანდუმის შედეგადად კი გავხდით მათი რეგიონული პარტნიორი და ოქტომბერში მეორედ ვმართავთ გლობალურ დიასპორულ კვირეულს,“- აღნიშნა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მთავარმა მრჩეველმა ნინა მატიაშვილმა.    
კონფერენციის მიზანია  ხელი შეუწყოს მიგრაციის საკითხებში თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. მეოცე და ოცდამეერთე საკუნეების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მიგრაციული პროცესები წარმოადგენს. მიგრაცია, როგორც ინდივიდუალური და კოლექტიური აქტი, მრავალ მნიშვნელოვან საკითხს უკავშირდება. მათ შორის უმთავრესი საზღვრებისა და იდენტობის ტრანსლაციის პრობლემებია. მიგრაციული, გლობალიზაციური და ინტერკულტურული პროცესების გაძლიერებამ, ევროპის პოლიტიკური სივრცის გაფართოებამ და სახელმწიფოს კლასიკური მოდელის - „ეროვნული სახელმწიფოს“ (Nationalstaat) - ფარგლებიდან გასვლამ, აგრეთვე პოსტსაბჭოთა სივრცის უახლესმა ტერიტორიულმა კონფლიქტებმა აქტუალური გახადა ეროვნული იდენტობისა და კულტურის პრობლემები.    
კონფერენცია ტარდება დიასპორის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში.    



Print

« იხ. ყველა სიახლე