2011-06-03
დისკუსია თემაზე კონფლიქტები საქართველოში’’
3 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტის ანალიზისა და მართვის ინსტიტუტმა გამართა დისკუსია თემაზე "კონფლიქტები საქართველოში". დისკუსიაში მონაწილეობა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებმა მიიღეს, რომლებიც საქართველოში ერთი კვირის წინ ჩამოვიდნენ და შეხევდრებს კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრში მართავდნენ. დელეგაციას მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი სიუზან ალენ ნენი ხელმძღვანელობს. უნივერსიტეტის წარმომადგენლები კონფლიქტოლოგიის თემით დაინტერესებულ ქართველ სტუდენტებთან ერთად სტუდენტური ფორუმის შექმნას გეგმავენ, რომელიც სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობას და აზრთა გაცვლას უზრუნველყოფს.
« იხ. ყველა სიახლე