2017-05-28
სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ გერმანულენოვანი, მიხაკო წერეთლისეული თარგმანის პრეზენტაცია
თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა წიგნის მოყვარეულებს სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე სიცრუისას“ გერმანულენოვანი, მიხაკო წერეთლისეული თარგმანი წარუდგინა.
სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" მიხაკო წერეთლისეული თარგმანი 1933 წელს ბერლინში ცნობილი ქართველი ემიგრანტის – არჩილ მეტრეველის სტამბაში დაიბეჭდა. 1980-იან წლებში ის ემიგრაციიდან ჩამოიტანა პროფესორმა გურამ შარაძემ და წიგნი მის პირად არქივში ინახებოდა. 1994 წელს, მეცნიერმა გერმანულად ნათარგმნი "სიბრძნე სიცრუისა" ემიგრანტული კოლექციის სხვა უნიკალურ გამოცემებთან ერთად უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში განათავსა.
"სიბრძნე სიცრუისას" წერეთლისეული თარგმანი საქართველოში პირველად ქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
პრეზენტაციას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე, რედაქტორ-გამომცემლები
ჯემალ შარაშენიძე,
ნინო სამსონია,
რუსუდან კობახიძე, უნივერსიტეტის გამომცემლობის და წიგნის მაღაზიათა ქსელის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სულხან-საბა ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისას" მიხაკო წერეთლისეული თარგმანი 1933 წელს ბერლინში ცნობილი ქართველი ემიგრანტის – არჩილ მეტრეველის სტამბაში დაიბეჭდა. 1980-იან წლებში ის ემიგრაციიდან ჩამოიტანა პროფესორმა გურამ შარაძემ და წიგნი მის პირად არქივში ინახებოდა. 1994 წელს, მეცნიერმა გერმანულად ნათარგმნი "სიბრძნე სიცრუისა" ემიგრანტული კოლექციის სხვა უნიკალურ გამოცემებთან ერთად უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში განათავსა.
"სიბრძნე სიცრუისას" წერეთლისეული თარგმანი საქართველოში პირველად ქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ.
« იხ. ყველა სიახლე