2016-07-29
თსუ -ში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურის 2016 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების ღონისძიება გაიმართა. თსუ მაგისტრატურა წელს 1000-ზე მეტმა სტუდენტმა დაამთავრა.
ცერემონიას თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე, ფინანსთა მინისტრი, თსუ პროფესორი ნოდარ ხადური, აკადემიური საბჭოს წევრები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე ექიმის ფიცი დადეს მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა. საქართველოში სამედიცინო განათლებას სწორედ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაეყარა საფუძველი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1919 წელს სამკურნალო ფაკულტეტი ჩამოყალიბდა. 1930 წელს ფაკულტეტმა არსებობა შეწყვიტა და ცალკე შეიქმნა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტი. 1995 წელს კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლესი სამედიცინო განათლება აღდგა თავდაპირველად მედიცინის სპეციალობის სახით ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტზე, ხოლო 2000 წელს მედიცინის ფაკულტეტი ჩამოყალიბდა როგორც დამოუკიდებელი ფაკულტეტი
,,მაგისტრის ხარისხის მინიჭების შემდგომ მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს გაცილებით მეტი შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ღირსეული ადგილი დაიკავონ ჩვენს საზოგადოებაში. დარწმუნებული ვარ, მაგისტრები დღეს ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი არიან, რადგან მათ დაამთავრეს თავიანთი ცხოვრების კიდევ ერთი ეტაპი. დღეს, ასევე ჩვენი უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებმა დადეს ექიმის ფიცი, რის შემდგომ შეუერთდებიან ექიმთა დიდ არმიას საქართველოში. ბევრი მაგისტრანტისთვის დღევანდელი დღე იქნება დაუვიწყარი,“ აღნიშნა თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის გიორგი შარვაშიძის განცხადებით, , ,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ათასზე მეტი მაგისტრი იწყებს დამოუკიდებელ ცხოვრებას. მივულოცავ ყველას ვინც სამაგისტრო კურსი დაასრულა და ვუსურვებ, რომ გააგრძელონ მუშაობა, სწავლა. მათთვის, როგორც მთელი საზოგადოებისთვის ძალიან ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი დღე არის, რადგან საზოგადოებაში ახალი ნიჭი და ახალი ხედვა შემოდის“. მან წარმატებები უსურვა ყველა კურსდამთავრებულს.
,,ვულოცავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრებს და დიპლომირებულ მედიკოსებს. ეს ძალიან ლამაზი დღეა მათ ცხოვრებაში. მათ ძალიან ლამაზი ფურცელი ჩაწერეს საკუთარ ბიოგრაფიაში. იმედი მაქვს კურსდამთავრებულები დიდ საქმეს გაკეთებენ ჩვენი ქვეყნის აღმავლობის მიმართულებით და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ბევრი მათაგნი ისევ დაუბრუნდება უნივერსიტეტს, როგორც დოქტორანტურის სტუდენტი, ‘’ აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.
2016 წლის მაგისტრატურის წარჩინებული კურსდამთავრებული მარიამ ხატიაშვილი სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეგმავს. ,,მე უკვე მეორედ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, დღეს უკვე მაგისტრი ვარ. დოქტორანტურაში სწავლის გაგრძელებასაც ჩვენს უნივერსიტეტში ვაპირებ, რადგან ძალიან დიდი აკადემიური თავისუფლებაა და ჩემი ცხოვრების ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი ამ უნივერსიტეტის კედლებს უკავშირდება’’,- აღნიშნა თსუ ამერიკისმცოდნეობის მაგისტრმა მარიამ ხატიაშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 ფაკულტეტზე 200-ზე მეტი სასწავლო პროგრამა მოქმედებს და 20 ათასზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

« იხ. ყველა სიახლე