2011-07-11
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები თსუ-ში
11 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ. ღონისძიებაზე მინისტრის მოადგილემ მიხეილ დოლიძემ თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს, რეზიდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ქვეყანაში მიმდინარე ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტი და განახლებული სტანდარტები გააცნო. შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში დაგეგმილი და მიმდინარე აქტივობები განიხილეს. მოწვეულმა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა კი, ახალი საინვესტიციო პროექტები წარმოადგინეს.
„ჯანდაცვის სამინისტრო სამ პრიორიტეტს გამოყოფს: ხარისხი, ხელმისაწვდომობა და პაციენტის უფლებები. ამ პრიორიტეტის მიხედვით იგეგმება ყველა მიმდინარე პროექტები და ჩვენ ვცდილობთ ყოველდღიურად გავაუმჯობესოთ აღნიშნული სფერო. ამასთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სრული ინფორმაცია მივაწოდოთ მათ, ვინც ჯანდაცვის სფეროს მომავალია, კარგი ინფრასტრუქტურა და ტექნიკური აღჭურვა იმისთვის იქმნება, რომ მომავალ ექიმებს თავიანთი სამუშაოს უკეთ შესრულება შეეძლოთ“, – აღნიშნა შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ.
სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სტუდენტთა სამომავლო დასაქმების შესაძლებლობებზეც ისაუბრეს.
„ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე სიახლეები პროფესიული განვითარებისა და სამომავლო დასაქმების საშუალებას იძლევა. ახალგაზრდებს ჭირდებათ სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე, რათა მათ ზუსტად იცოდნენ რა პერსპექტივების გამოყენება შეუძლიათ. მოხარული ვარ, რომ დღევანდელმა შეხვედრამ ასე საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა“, – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.

« იხ. ყველა სიახლე