მიმდინარე წლის 16-19 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის თანამშრომლობით ყვარელში, სასტუმრო „რიალ ბატონში“ (კახეთი, საქართველო) ჩატარდა საზაფხულო სკოლა: „ადამიანებით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) ბრძოლის სტანდარტები საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე“.
საზაფხულო სკოლის ფარგლებში ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) როგორც სისხლის სამართლის, ისე ადამიანის უფლებების დაცვის ჭრილში იქნა განხილული. მონაწილეებმა დეტალური ცოდნა შეიძინეს ევროპის საბჭოსა და გაეროს ფარგლებში შემუშავებული სამართლებრივი ინსტრუმენტებისა და მათი განხორციელების პრაქტიკული მექანიზმების შესახებ.
ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში. მასში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები მონაწილეობდნენ. საზაფხულო სკოლის საგანმანათლებლო კომპონენტს გაუძღვნენ აკადემიკოსი ლევან ალექსიძე, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორები ირინე ქურდაძე და ქეთევან ხუციშვილი, მოწვეული ლექტორი, დოქტორი მარინა მესხი და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელი ქეთევან სარაჯიშვილი.