2012-05-19

სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებზე ცესკოს შემაჯამებელი განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის 18 მაისის არჩევნები დასრულდა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის მონაცემებით 120 დელეგატიდან 116 „ერთიანი სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენელია, ხოლო დარჩენილი ოთხი ადგილი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტების დამოუკიდებელ კანდიდატებზე გადანაწილდა.
„არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა, აღინიშნა რამდენიმე უმნიშვნელო ხარვეზი, დღეს 6 საათამდე ყველას აქვს საშუალება შემოიტანოს განცხადება კანცელარიაში და ცესკო ყველა ამ საჩივარს განიხილავს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 23 000-მდე სტუდენტია, თუმცა აქედან მქოლოდ 17 900 სტუდენტია აქტიური, რაც გულისხმობს რომ სწორედ ეს რაოდენობა არის რეგისტრირებული გაზაფხულის სემესტრში და ახორციელებს განათლების უფლებას. აქტიური სტუდენტებიდან არჩევნებში მონაწილეთა პროცენტული მაჩვენებელი  დაახლოებით 40% შეადგენს, ანუ 7000 სტუდენტზე მეტი და ეს აქტიურობა გაცილებით მაღალია წინა არჩევნებთან შედარებით“, - განცხადა ცესკოს თავმჯდმომარემ დიმიტრი გეგნავამ.
სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. შედეგების გამოცხადებიდან ერთ კვირაში 120 დელეგატი თვითმმართველობის პრეზიდენტს დაასახელებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე