2017-11-26
„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში“
პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში“
ფარგლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის რექტორთან
გიორგი შარვაშიძესთან და თსუ ასოცირებულ პროფესორთან, მოძრაობის „არა ბარბარიზმებს“ ერთ-ერთ ინიციატორთან,
თინა მარგალიტაძესთან შეხვედრა გაიმართა.
უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ქართული ენის დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე, ენაში ბარბარიზმების მოჭარბების პრობლემაზე ისაუბრა, რაც მას აღარიბებს და თვითმყოფადობას, უნიკალურობას უკარგავს: „ქართულ ენაში არ უნდა შემოვიდეს ისეთი ტერმინები, რომლის შესატყვისი გვაქვს, თითოეული ენა უნიკალურია და სამყაროს თავისებური აღქმის, ხედვის გამომხატველია“. რექტორმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი უნივერსიტეტი იყო რუსეთის იმპერიის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც სწავლა მშობლიურ ენაზე მინდინარეობდა.
პროფესორმა თინა მარგალიტაძემ წაიკითხა ლექცია „სჭირდება თუ არა ქართულ ენას გაინგლისურება?“ როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და უცხო ტერმინების, სიტყვების შემოსვლა გარკვეულწილად, ბუნებრივი პროცესია, აუცილებელია ოქროს შუალედის მოძებნა. პროფესორმა თინა მარგალიტაძემ აუდიტორიას გააცნო ინგლისური და რუსული ენიდან შემოსული ბარბარიზმები, განმარტა, თუ რა შემთხვევაშია დასაშვები ენაში უცხო სიტყვების, ნასესხობის დამკვიდრება და როდის უნდა ვთქვათ მასზე უარი.

« იხ. ყველა სიახლე