2016-11-10
,,შემოდგომის ლეგენდა 2016-ის" ფინალური ტური
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით 11-13 ნოემბერს ყვარელში სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა 2016-ის“ ფინალური ტური გაიმართება. ფინალში გადასული 10 სტუდენტი „ყვარლის ედემში“ იმპროვიზირებულ ტურში მიიღებს მონაწილეობას და ლიტერატურული ჟიურის მიერ მიწოდებულ თემაზე ახალ ნაწარმოებებს შექმნის.
იმპროვიზირებულ ტურს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე დაესწრება. ფინალისტთა შორის თსუ-ს, ილიაუნის, თავისუფალი, კავკასიის და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები არიან. 10 ფინალისტი პირველ ტურში მონაწილე 326 სტუდენტიდან შეირჩა.
თსუ-სა და კომპანია „ჯეოსელის“ ერთობლივი პროექტი - სტუდენტური ლიტერატურული კონკურსი წელს მერვედ ტარდება. კონკურსში საქართველოს მასშტაბით აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლების სამივე საფეხურის სტუდენტები მონაწილეობენ. პირველი საპრიზო ადგილის მფლობელი 1000 ლარით და კონკურსის სიმბოლოთი დაჯილდოვდება. მეორე და მესამეადგილოსნებს, შესაბამისად, 700 და 500 ლარი გადაეცემათ.
წელს ლიტერატურული ჟიური 6 წევრისგან შედგება: მწერლები გურამ ოდიშარია, თეონა დოლენჯაშვილი, დათო ტურაშვილი, მაკა ლდოკონენი, დიანა ანფიმიადი და შარშანდელი კონკურსის გამარჯვებული ანი გიგაშვილი.
ძირითადი კონკურსის პარალელურად ყველა მსურველს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს ონლაინ ლიტერატურულ მარათონში. ჯეოსელის სპეციალური აპლიკაციის დახმარებით დარეგისტრირებული კონკურსანტები ფინალისტებისთვის მიცემულ თემაზე თავადაც შექმნიან ახალ ნაშრომს. მარათონის გამარჯვებული კომპანიის სპეციალურ საჩუქარს მიიღებს.

« იხ. ყველა სიახლე