2012-05-21
ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თსუ-ში
21 მაისს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლიტვის დელეგაცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გინტარას სტეპონავიჩუსის მეთაურობით ეწვია. დელეგაციას თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამებს და შემდგომში მათი ურთიერთაგცვლის პერსპექტივას. ახალი პროგრამებიდან მნიშვნელოვანია ადამიანისა და კომპიუტერის ურთიერთდამოკიდებულება (სამაგისტრო პროგრამა), ელექტრომაგნიტური ველები და ტალღები (საბაკალავრო პროგრამა), ბიზნეს - ტელეკომუნიკაციები (საბაკალავრო პროგრამები ეკონომიკაში, ბიზნესის ადმინისტრირებასა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით).
ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და თსუ რექტორმა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე, მათი რაოდენობის გაზრდასა და ახალი პროგრამების დანერგვაზე გაამახვილეს ყურადღება.
ლიტვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა და თსუ რექტორმა გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობაზე, მათი რაოდენობის გაზრდასა და ახალი პროგრამების დანერგვაზე გაამახვილეს ყურადღება.
« იხ. ყველა სიახლე