2012-07-21
შეხვედრა თსუ-ში დასაქმებულ სტუდენტებთან
20 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები შოთა ნიჟარაძე და ნოდარ სურგულაძე პროექტის ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე“ (
„Summer Job“) ფარგლებში თსუ-ში დასაქმებულ სტუდენტებს შეხვდნენ.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტით თსუ-ში სტუდენტები ბიბლიოთეკასა და არქეოლოგიურ ექსპედიციაში დასაქმდნენ. დასაქმებულ სტუდენტებს დღეს პირველი სამუშაო დღე ჰქონდათ თსუ ბიბლიოთეკაში. ასევე, ერთი ჯგუფი გაემგზავრა კახეთში, მელაანში არქეოლოგიურ გათხრებზე სამუშაოდ.
„უნივერსიტეტმა რამდენიმე ძალიან საინტერესო საქმიანობა შესთავაზა სტუდენტებს, მათ შორის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. დასაქმებულები ბიბლიოთეკაში დაცული წიგნების დიგიტალიზაციას მოახდენენ. ასევე არქეოლოგიურ ექსპედიციაში იმუშავებენ. ამ პროექტით დასაქმებული სტუდენტები ანაზღაურებას მიიღებენ, ამავე დროს, დაეხმარებიან უნივერსიტეტს წიგნადი ფონდის აციფვრაში“-აღნიშნა თსუ რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილის შოთა ნიჟარაძის განცხადებით, „სტუდენტთა დასაქმების პროგრამა მეორე წელია ხორციელდება. წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 25 ათასამდე სტუდენტი დაასაქმა ერთი თვით. დასაქმებული სტუდენტები მიიღებენ ანაზღაურებას, აიმაღლებენ კვალიფიკაციას, შეიძენენ გარკვეულ გამოცდილებას.“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტში ,,სტუდენტთა დასაქმების პროგრამა საზაფხულო არდადეგებზე “ ("Summer Job") სტუდენტთა დასაქმების პროექტის ფარგლებში 20 ივლისიდან 20 აგვისტოს ჩათვლით, ყველა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებათა ბაკალავრიატის ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება. სტუდენტები ერთი თვის განმავლობაში ანაზღაურებას 500 ლარის ოდენობით მიიღებენ. ახალგაზრდები სხვადასხვა სამუშაო ადგილებზე დასაქმდებიან სახელმწიფო დაწესებულებებში, კერძო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმმართველობის ორგანოებში და ა.შ. სულ შემოთავაზებული იყო 70 სხვადასხვა სფერო შესაბამისი ვაკანტური სამუშაო ადგილებით.

« იხ. ყველა სიახლე