2013-06-06
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თსუ-ში
საქართველოს საკონსტიტუციო სასა
მართლოს თავმჯდომარე
გიორგი პაპუაშვილი
6 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა. საუბარის
მ
თ
ავარი თემა
"ადამიანის უფლებები და საკონსტიტუციო სასამართლო" იყო. შეხვედრას თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტისთვის დიდი პატივია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ვიზიტი. „ქვეყნის ხელისუფ ლება იურისპრუდენციის მიმართულების სპეციალისტებით ძირითადად სწორედ თსუ იურიდიულმა ფაკულტეტმა დააკომპლექტა. გიორგი პაპუაშვილის შეხვედრა სტუდენტებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კონსტიტუციონალისტი სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი პირისგან უშუალოდ მიიღებენ ინფორმაციას ამ სფეროში მიმდინარე მოვლენებზე, იმ თემებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვე ყნის განვითარებისთვის.“ - აღნიშნა რექტორმა.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, უნივერსიტეტის სტუდენტებთან და პროფესორებთან შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. „მსგავსი შეხვედრები საკონსტიტუციო სასამართლოს შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. თავის მხრივ, სტუდენტებისთვისაც საინტერესო და აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რა მიდგომები და პრონციპები გამოიყენება საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში,“- აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა დისკუსია, რომელშიც სტუდენტებთან ერთად თსუ პროფესორებიც მონაწილეობდნენ.

« იხ. ყველა სიახლე