2010-05-25
ჟურნალ „სპეკალის“ პრეზენტაცია
25 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა ელექტრონული ჟურნალის – „სპეკალის“ პრეზენტაცია გამართა. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სამეცნიერო ჟურნალის პირველი ნომრის პრეზენტაციას მოწვეული სტუმრები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა დაესწრნენ.
ჟურნალის პირველმა ნომერმა ქართველოლოგიის, ლიტერატურათმცოდნეობის, ენათმეცნიერების და თარგმანთმცოდნეობის თემებზე მიძღვნილი სტატიები მოიცვა. რეცენზირებადი ბილინგვური სამეცნიერო ჟურნალი რუსთაველის ფონდის გრანტით დაფინანსდა. ორენოვანი ელექტრონული ჟურნალი წელიწადში ორჯერ გამოვა და გამოსაქვეყნებელ სტატიებს ქართველი და უცხოელი ექსპერტები შეაფასებენ.
„ელექტრონული ჟურნალის გამოცემის იდეა უკვე ორი წელია არსებობს, თუმცაღა იდეის ხორცშესხმა მხოლოდ რუსთაველის ფონდის გრანტის მოპოვების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ელექტრონულმა ვერსიამ მოგვცა საშუალება მკითხველის ფართო ფენაზე გავსულიყავით. მონიტორინგის მეშვეობით დადგინდა რომ თვენახევრის მანძილზე ჟურნალის პირველ ნომერს 1000–მდე მკითხველი გაეცნო. ეს ნიშნავს, რომ ჟურნალი წარმატებული აღმოჩნდა და დაინტერესება მსგავსი გამოცემის მიმართ დიდია“, – აღნიშნა პრეზენტაციაზე ჟურნალის სამეცნიერო რედაქტორმა ნანა გაფრინდაშვილმა.
”სპეკალი” ძველი ქართული სიტყვაა, რომელსაც სულხან-საბა ორბელიანი ასე განმარტავს: ”ყოველი თვალი პატიოსანი”. მეტაფორულად სათაურში გამჟღავნებულია ჟურნალის მიზანი იქცეს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში საუკეთესო ნაშრომების კრებულად.
ჟურნალი “სპეკალი” ჩაფიქრებულია, როგორც თანამედროვე სამეცნიერო ელექტრონული გამოცემა, რომელიც, ერთი მხრივ, პოპულარიზაციას გაუწევს ქართულ სამეცნიერო მიღწევებს ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგში და, მეორე მხრივ, გააცნობს ქართულ აკადემიურ წრეებს საზღვარგარეთული ჰუმანიტარული მეცნიერებების თანამედროვე დონეს, ხელს შეუწყობს ქართველოლოგიისა და სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებების, კერძოდ, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის განვითარებას. ჟურნალი მოწოდებულია, შექმნას კონსტრუქციული შემოქმედებითი გარემო მასში წარმოდგენილი ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგების შემდგომი აღმავლობისათვის;

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა სიახლე