2012-03-12

აითვისე აუთვისებელი სფერო!

9 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაციამ დავების განხილვის საბჭოს იმიტირებული პროცესები ჩაატარა.  პროექტში მონაწილე სტუდენტებს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჩაუტარდათ ტრენინგი.
პროექტის ფარლებში სტუდენტები გამოიმუშავებენ ძირითად საპროცესო უნარ-ჩვევებს, აიმაღლებენ ცოდნას და მის პრაქტიკულ რეალიზებას მოახდენენ. პროექტში გამაჯვებული სტუდენტი გაივლის სტაჟირებას კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში.
  პროექტის პარტნიორები არიან თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

Print

« იხ. ყველა სიახლე