2015-10-13
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში“
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფრენცია „ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები თანამედროვე ჭრილში" გაიხსნა. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე
მერაბ ელიაშვილი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი
პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი
სოფიო შამანიდი, მოწვეული სტუმრები, სტუდენტები ესწრებოდნენ.
კონფერენციის მუშაობაში მეცნიერებმა, ახალგაზრდა მკვლევრებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კონფლიქტოლოგებმა, ექსპერტებმა, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრებმა მიიღეს მონაწილეობა.
„ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო ცენტრის ფუნქციონირებას მხარს უჭერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და იმედი მაქვს, დღევანდელი კონფერენცია წარმატებული იქნება, როგორც მეცნიერულად, ასევე ქართველი და ოსი ხალხის ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით“-განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ მერაბ ელიაშვილმა.
,,ვერ ვიტყოდი, რომ თანამდროვე კონტექსტში ქართულ-ოსურ ურთიერთობებს ბევრი ღონისძიება ეთმობა, რაც სამწუხარო ფაქტია. ამიტომ, მივესალმები ამ ინიციატივას და ვთვლი, რომ ამ ტიპის კონფერენციები უნდა ჩატარდეს და ქართულ საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახლებული ხედვა. ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა ამ ღონისძიებაში მონაწილება’’- აღნიშნა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.
თსუ ქართულ - ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორის ნაირა ბეპიევის თქმით, „ დღევანდელი ფორუმი , რომელსაც ორგანიზებას უწევს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო ცენტრი, დიდი ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგანაც მასში მონაწილეობას ღებულობენ როგორც ქართველი, ასევე ოსი და სხვა ეროვნების წარმომადგენლებიც. ამ ღონისძიებას წმინდა საგანმანათლებლო ფუნქციის გარდა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენის ფუნქციაც ეკისრება. ჩვენ - ქართველებს და ოსებს გვქონდა ძალიან ბევრი საერთო, რაზეც ისტორიული ქრონიკები მეტყველებენ. დღეს კი ეს ურთიერთობები აღდგება, გაგრძელდება, რომელსაც ჩვენი დიდი მეცნიერები, მწერლები და მოამაგები უჭერდნენ მხარს.’’
კონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მასალების მიხედვით გამოფენა „ქართულ-ოსური ურთიერთობების ქრონიკები“ მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ოსური ენის სახელმძღვანელოები, ოსი მეცნიერების შრომები, ფოტო-მასალა.

« იხ. ყველა სიახლე