ბეჭდვა |/ დახურვა
 
2011-09-07

ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე სტუმრად თსუ–ში

7 სექტემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე თავდაცვისა და პოლიტიკური დაგეგმარების საკითხებში ჰუსეინ დირიოზი ეწვია. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ  ნატო–საქართველოს ურთიერთობებისა და წლიური ეროვნული პროგრამის შესახებ ისაუბრა. შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციის და სხვადასხვა ინსტიტუტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

30 წლიანი დიპლომატიური კარიერის შემდეგ ელჩმა დირიოზმა ნატოს სათაო ოფისში გადაინაცვლა და 2010 წლის 18 ოქტომბრიდან თავდაცვისა და პოლიტიკური დაგეგმარების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწედ დაინიშნა.
Print

« იხ. ყველა სიახლე