ბეჭდვა |/ დახურვა
 
2016-12-02

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი აირჩიეს. არჩევნებში მონაწილე 117 დელეგატიდან 116-მა ბახვა კვირიკაშვილს დაუჭირა მხარი. სხდომაზე ასევე აირჩიეს ღია კენჭისყრით თვითმმართველობის სამი ვიცე-პრეზიდენტი: გიორგი ოქიტაშვილი, ირაკლი მურღულია, სალომე თოფურია და მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე შოთა კეჟერაშვილი.

თსუ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში, არანაირ დარღვევას არ ჰქონია ადგილი, მხოლოდ ერთი ბიულეტენი სცნეს ბათილად.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები 25 ნოემბერს  გაიმართა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა პირდაპირი წესით 140 დელეგატი (თითოეული ფაკულტეტიდან 20-20 დელეგატი) აირჩიეს, რაც თვითმმართველობის წევრთა (დელეგატთა) არჩევის წესში ცვლილების შეტანის შედეგად მოხდა.

Print

« იხ. ყველა სიახლე