ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თვითმმართველობამ სოფელ ჯარიაშენში რუსების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა გააპროტესტა. „არა ოკუპაციას“- ამ შინაარსის ტრანსპარანტების ფონზე თსუ ასამდე სტუდენტმა საოკუპაციო ზოლთან საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულა.