2011-02-03
„სტუდენტური დღეების“ პრეზენტაცია თსუ–ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „სტუდენტური დღეები 2011“–ის პრეზენტაცია მოაწყო, რომელსაც სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორ–მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. მინისტრ ლადო ვარძელაშვილის ინფორმაციით, „დაგეგმილი ღონისძიება არც ერთი წინა „სტუდენტური დღეების“ მსგავსი არ იქნება. სტუდენტური დღეები 18–22 მაისს გაიმართება , რომელსაც უფრო მოდერნიზებული ხასიათი მიენიჭება. ეს დღეები, საქართველოს სტუდენტურ ცხოვრებაში ერთ–ერთი საუკეთესო და დასამახსოვრებელი დღეები იქნება.“ პრეზენტაციაზე თსუ–ის რექტორმა ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნა, რომ „სტუდენტური ცხოვრება არა მხოლოდ სწავლა–განათლებას, არამედ შემოქმედებით საქმიანობას, სპორტსა და გართობას გულისხმობს. თსუ–ში შიდასაუნივერსიტეტო სტუდენტური დღეები შემოდგომაზე გაიმართა. დაგეგმილ ღონისძიებაში თსუ–ის სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას და, ვიმედოვნებ, წარმატებასაც მივაღწევთ. “
„სტუდენტური დღეები“ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ფესტივალის ფარგლებში სხვადასხვა სახის სპორტული, გასართობი და კულტურულ–შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების მიზანია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სტუდენტთა წახალისება. „სტუდენტურ დღეებში“ საქართველოს ყველა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.

« იხ. ყველა სიახლე