2016-03-22

თსუ პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების დროს თსუ პროფესორების მიერ ჩამოყალიბებული საინიციატივო ჯგუფი შეხვდა სტუდენტთა ორივე მხარეს, აკადემიურ საბჭოს, რექტორს.

შეხვედრების შემდეგ საინიციატივო ჯგუფმა განცხადება გაავრცელა: „თსუ-ში არსებული მდგომარეობიდან გამონდინარე, პროფესორთა საერთო კრების მიერ არჩეულმა საინიციატივო ჯგუფმა მიმართა აკადემიურ საბჭოს კონკრეტული წინადადებებით.  პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი მიზანშეწონილად მიიჩნევს, პირველ რიგში, განხორციელდეს ის ქმედებები, რომელთა საშუალებასაც იძლევა თსუ-ს წესდება; კერძოდ,
1.  მოკლევადიანი ქმედებები:
ა)  აკადემიური საბჭოს რეორგანიზაცია;
ბ)  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კონკურსის გამოცხადება;
გ)  ადმინისტრაციის საშტატო განრიგის აუდიტი.
2.  გრძელვადიანი ქმედებები:
გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები უნივერსიტეტის რეალური ავტონომიის შექმნისა და განმტკიცებისათვის.

პროფესორთა საინიციატივო ჯგუფი მზად არის, აღნიშნულ საკითხებზე იმუშაოს აკადემიურ საბჭოსთან, სენატსა და პროფესორ-მასწავლებლებთან, სტუდენტებთან,“- ნათქვამია განცხადებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე