2016-11-04

საქართველოს პრეზიდენტმა თსუ სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სტიპენდია დააწესა. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიმლომატიის დღესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე გააკეთა. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების სტუდენტები, პროფესორები, ქართველი დიპლომატების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სტიპენდია მხოლოდ თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა მიმართულების ერთ  წარჩინებულ სტუდენტს გადაეცემა.

შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა  საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები - რევაზ ადამია, გიორგი ბურდულ და ლევან მიქელაძე სიკვდილის შემდეგ  ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა და ორდენები ქართველი დიპლომატების ოჯახის წევრებს გადასცა.

Print

« იხ. ყველა სიახლე