ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-10

თანამშრომლობის მემორანდუმი იურიდიულ ფაკულტეტსა და თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს შორის

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და ა(ა)იპ – თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი ბურდულმა და თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის დირექტორმა, ასისტ. გიორგი ამირანაშვილმა მოაწერეს.

ხელშეკრულების მიზანია შრომის სამართლის სფეროში ერთობლივი პროექტებისა და ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების, ასევე, ფაკულტეტის პერსონალისა და სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა თანამედროვე შრომის სამართლის ცენტრის პირველი წლიური ანგარიშის წარდგენა და ცენტრის ამერიკელი წევრის, ოჰაიოს ჩრდილოეთ უნივერსიტეტის (ოჰაიოს შტატი, აშშ) სამართლის კოლეჯის პროფესორის, ამავე კოლეჯის ყოფილი დეკანის (2013-2016 წწ.), რიჩარდ ბეილსის საჯარო ლექცია თემაზე – „შრომის სამართლის უნიფიკაცია და მოთხოვნაზე დაფუძნებული ეკონომიკის აღმავლობა“.

ღონისძიებას პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები და სტუდენტები დაესწრნენ.
Print

« იხ. ყველა სიახლე