ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტსა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას შორის
30 სექტემბერს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად იურიდიული ფაკულტეტის 2013 წლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდება
საავტორო სამართალში პრაქტიკული სასწავლო კურსი (კლინიკა).
კლინიკაში მონაწილე სტუდენტებს საშუალება მიეცემათ აქტიურად ჩაერთონ ასოციაციის საქმიანობაში, მოამზადონ სამართლებრივი დოკუმენტაცია, შეისწავლონ საავტორო უფლებით მოსარგებლეებთან ურთიერთობის სპეციფიკა. კლინიკის ფარგლებში შეთავაზებული კურსით სტუდენტები შეძლებენ გაიღრმავონ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა საავტორო სამართალში. გაეცნონ როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას და პრაქტიკას ამ სფეროში.
მემორანდუმს ხელი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარემ
გიგა კობალაძემ და იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა
ირაკლი ბურდულმა მოაწერეს.