2013-03-22

თურქ ხელოვანთა ვორქშოფი თსუ-ში

22 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის ორგანიზებით თურქული ხელოვნების მიმართულებების ვორქშოფი გაიმართა. თურქეთის ხმელთაშუა ზღვის, სელჩუკის, დენიზლის, სტამბოლის, ნევშეჰირის, 9 სექტემბრის და ქოჯათეფეს უნივერსიტეტების პროფესორებმა და მასწავლებლებმა თსუ სტუდენტებისა და მოწვეული სტუმრებისთვის თურქუ ლი ხელოვნების დარგების (თეზჰიფი (მოხატვა), მინიატურა, ჩინური ფაიფური, ჰათი (კალიგრაფია), თექა, ხის ამოწვა, პრინტი  (ქსოვილზე ბეჭდვა),    ქსოვის შიიტური ტექნიკა)  დემონსტრირება მოახდინეს.
თურქეთის ელჩის  ლევენტ მურატ ბურჰანის განცხადებით, „ იუნუს ემრეს კულტურის ცენტრის ორგანიზებით არაერთი ღონისძიება გაიმართა აქამდე, თუმცა ეს ვორქშოფი ყველაზე მნიშვნელოვანია.  ღონისძიებაზე წარმოდგენილია თურქული ტრადიციული კულტურის, ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულება, რაც  იმის საშუალებას იძლევა, რომ ქართვე  ლი სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები გაეცნონ თურქულ ხელ  ოვნებას. ვფიქრობ, ეს  ღონისძიება უფრო დაახლოებს ქართველ და თურქ ხალხს“.
თსუ ჰუმანიტარულ მეც  ნიერებათა ფაკულტეტის დეკანის  დარეჯან თვალთვაძის თქმით, „ ყველაზე  საინტერესო ის არის, რომ თითოეულ სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს  მონაწილეობა მიეღოს  იმ ნიმუშების დამზადებაში, რომელიც თურქმა პროფესორებმა და მასწავლებლებმა ვორქშოფზე წარმოადგინეს.“
ღონისძიების ორგანიზატორ ი იუნუს ემრეს კულტურის ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2012 წლის 31 მაისს თურქოლოგიის მიმართულების  სტუდენტებისთვის გაიხსნა.

Print

« იხ. ყველა სიახლე